“მსოფლიოს არ ახსოვს, ისტორიაში არ არის შემთხვევა, რომ ერთდროულად 100 000 მოწამე ეწამებინათ. საქართველოში და ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც არაჩვეულებრივია”

ფეისბუქის გვერდი საქართველოს იმედი    აქვეყნებს პოსტს ასი ათასთა ქართველთა მოწამეთა შესახებ: 

13 ნოემბერი საოცარი დღეა ქართული ეკლესიის ისტორიაში, ძნელია შესაბამისი სიტყვები გამონახო ამ სიდიადის გადმოსაცემად.
მსოფლიოს არ ახსოვს, ისტორიაში არ არის შემთხვევა, რომ ერთდროულად 100 000 მოწამე ეწამებინათ. საქართველოში და ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც არაჩვეულებრივია.
ვკითხულობთ მათ ცხოვრებას და თითქოს დაუჯერებელია ქართველთა ასეთი საოცარი თავგანწირვა.
ჩვილებს დედის ძუძუთაგან იტაცებდნენ და მათ წინაშე ქავზე ახეთქებდენ, მთელი თბილისი სისხლმა წალეკა, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ, ”ყვირილითა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი”
ბილწმა სულთანმა სიონის ტაძარს გუმბათი მოახსნევინა და იქ თავისი ტახტი დაადგმევინა.შემდეგ კი ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით, სიონის ტაძრიდან გამოასვენეს მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს ”დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა”. ვინც ამას არ აღასრულებდა, ”წარკუეთა თავთა” ელოდა.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის ”ქებით აღესრულების” მათ სამშობლოში.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო ღირსი გახადა ასეთი თავგანწირივისა.
ვმადლობთ წმინდა მარიამს, საქართველოს ასეთი უსაზღვრო სიყვარულისა.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხსენებას ასი ათასთა ქართველთა მოწამეთა! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირი წინაპრები – 100 ათასი ქართველი მოწამე ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დღესასწაულს!
,,წმინდანნო 100 000 მოწამენო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის”
შეგახსენებთ რომ ღვთისმშობლის ის ხატი, რომელიც მეტეხის ხიდზე დადო ბილწმა ჯალალედინმა, დაბრძანებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.”
კომენტარები