მსოფლიოს 31 ქვეყანაში სკოლები დახურულია

იუნესკოს მონიტორინგის ინტერაქტიულ რუკაზე გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით,  მსოფლიოს 31 ქვეყანაში სკოლები დახურულია, 48 ქვეყანაში  სასწავლო პროცესი არასრული გრაფიკით მიმდინარეობს.

პანდემიის დაწყებიდან სკოლები დაკეტილი საშუალოდ 3,5 თვით (14 კვირით) იყო. ეს ციფრი იზრდება 5,5 თვემდე (22 კვირა), ეს სასწავლო წლის ორი-მესამედის ეკვივალენტურია. სკოლების დახურვის ხანგრძლივობა რეგიონის მიხედვით: ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5 თვეს (20 კვირა), ევროპაში 2,5 თვეს (10 კვირა) შეადგენს.

2020 წლის აპრილში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყნის სკოლები მთლიანად იყო დაკეტილი, დღეს  ეს მაჩვენებელი 31-ს შეადგენს.

კომენტარები