„-„მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები არასაკმარისია და შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს – სამყარო კოვიდამდე მდგომარეობაში დაბრუნებას 2022 წლისთვის შეძლებს“-ბილ გეითსი

კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, ბილ გეითსი გაზეთისთვის The Wall Street Journal მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:

-„მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები არასაკმარისია და შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს. მზადყოფნა უნდა მოიცავდეს 100 დღეში ვაქცინის შექმნისა და მომდევნო 100 დღეში მისი იმ მოცულობით დამზადების შესაძლებლობას, რომ დაკმაყოფილებული იყოს მსოფლიო მოთხოვნილება. ამისათვის, საჭიროა ბევრი ფულის ჩადება როგორც ჯანდაცვის ნაციონალური სისტემების განვითარებაში, ისე ვაქცინების წარმოებაში. ამ პრობლემის ერთადერთ რეალურ გადაწყვეტას წარმოადგენს ისეთი წარმოების არსებობა, რომელსაც მთელი სოფლიოსთვის ვაქცინის დამზადება 100 დღის განმავლობაში შეეძლება. ეს კი შესრულებადია. მნიშვნელოვანია სხვადასხვა შემოსავლის ქვეყნებისთვის ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობის უთანასწორობის პრობლემის გადაწყვეტა. სამყარო კოვიდამდე მდგომარეობაში დაბრუნებას 2022 წლისთვის შეძლებს“.

კომენტარები