მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 90 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 90 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 90 005 787 შემთხვევა გამოვლინდა, 1 931 083 ადამიანი გარდაიცვალა,  49 885 280  გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 22 227 722 შემთხვევა გამოვლინდა,  373 463 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კომენტარები