მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 285 000-ს გადააჭარბა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 285 000-ს გადააჭარბა.
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 298 697 შემთხვევა გამოვლინდა, 10 120 ადამიანი COVID-19-ს ემსხვერპლა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 285 046 ადამიანი ემსხვერპლა, 104 მილიონზე მეტი დაინფიცირდა.