მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 130 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 130 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 130 371 596 შემთხვევა გამოვლინდა, 2 840 266 ადამიანი გარდაიცვალა, 73 880 704 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 30 610 618 შემთხვევა გამოვლინდა, 554 106 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს.

კომენტარები