მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 025 580-ს მიაღწია.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 713 845 ადამიანი გარდაიცვალა, 12 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსის 4 882 433 შემთხვევა დადასტურდა, მეორე ადგილზეა ბრაზილია (2 912 212), მესამე ადგილზე ინდოეთი (1 964 536).

კომენტარები