“მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც პროტოქართული ენით არის შესრულებული

ნანა ჩალიგავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც გადმოსცემს „ფესტოს დისკოს“ წარწერის ისტორიას:

“დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტი – საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი „ფესტოს დისკოს“ წარწერა-ტექსტი ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე გაშიფრა მათემატიკოსმა გია კვაშილავამ.

ფესტოს დისკო დაახლოებით ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. 16 სმ დიამეტრის მქონე 380-გრამიან ფირფიტაზე ტექსტი დაწერილია პროტოქართული ენით, ანბანის შემოღებამდე არსებული პიქტოგრაფიული დამწერლობით, ნახატ-ნიშნებით და საგალობელია ამოტვიფრული. დისკოს ავტორები უძველესი დედაღვთაება ნენანანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უძველესი ლიტერატურული ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნის „შუშანიკის წამება“ კი არა, 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია.

დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, პროტოქართველები და მათი მონათესავე ტომები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ მაღალი კულტურა, დამწერლობა და ხელოვნება. შედეგად, ევროპული კულტურის საფუძველი არა უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე უფრო ძველი პროტოქართული კუტურა გამოდის, რომლის ჩაწერასაც ქურუმ-კორიბანტები ახდენდნენ.”

ნანა ჩალიგავა-ს ფოტო.

ნანა ჩალიგავა-ს ფოტო.

კომენტარები