„მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები ბევრი არ არის“-ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა:

-„საქართველოში დადასტურებული რეინფიცირების შემთხვევები ერთი ორნახევარი და მეორე სამი თვის შემდეგ გვქონდა. ვიდრე პანდემია მძვინვარებს, ყველა ღონისძიების გატარება გვევალება,-პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა. მინდა ყველა ეს საკითხი ვაქცინაციას დავუკავშირო, ყველას უნდა ესმოდეს, რაც მეტად შევუტევთ ვირუსს, ისიც გვიტევს, მას გადარჩენა სჭირდება, იცვლის შინაარსს, რაც მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მას მუტაციის შანსი ესპობა. ვაქცინაციის არსი სწორედ ამაშია, რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ვირუსს მუტაციური უნარი მეტად უმცირდება, პრაქტიკულად ერთმევა უნარი, – ახალი ძალით დაგვიპირისპირდეს. მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები ბევრი არ არის, ეს ძალიან კარგი და დამაიმედებელი ინფორმაციაა“.

კომენტარები