მსოფლიო დონის ტენორს ქალები ემუქრებიან…

მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო აღარ იმღერებს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. რამ გამოიწვია ოპერის მესვეურთა ამგვარი გადაწყვეტილება, რომელიც მომღერალთან უკვე შეთანხმებულია? 78 წლის მომღერალს ბრალდებებით თავს „დაესხნენ“ ქალები, თავდაპირველად 8 ქალმა მომღერალმა და ერთმა მოცეკვავემ უჩივლა და განაცხადეს, რომ გააუპატიურა, კოცნა სცადა ან კაბის ქვეშ ხელი შეუყო საგრიმიოროში. ახლა მომჩივან  ქალთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ყველა მათგანი ინკოგნიტოდ მოქმედებს, გარდა ორი მომღერალი ქალისა – პატრისია ვულფი და ანჟელა ტერნერ უილსონი. დომინგოს ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა, მათ შორის არიან ცნობილი საოპერო თეატრები (მადრიდის და ვალენსიის საოპერო თეატრები და სხვა) და მომღერლები (პილარ ჰურადა, რაინა კაბაივანსკა, ხავიერ კამარენა, სონია იონჩევა, მარია გულეგინა, ნინო მაჩაიძე, ოლგა პერეტიატკო, ერმოლენა იახო, ვიოლეტა ურმანა). ჩამოთვლილი მომღერლები აცხადებენ, რომ დომინგო მათ მიმართ ყოველთვის თავაზიანი და ზრდილობიანი იყო. ბრალდებებს ჯერ-ჯრობით არც ესპანეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრო უჭერს მხარს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხოსე გირაომ განაცხადა, რომ დასკვნების ნაადრევად გაკეთება არ ეგების, რადგან ბრალდებები დაუდასტურებელია მტკიცებულებებით და არც მომჩივანთა ვინაობაა ცნობილი.

რაც შეეხება პატრისია  ვულფს, დომინგო პლასიდო აცხადებს, რომ ყველაფერი ურთიერთთანხმობით მოხდა და არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან. სხვათა ბრალდებებსაც მან აბსურდული უწოდა. ქალების შეტევამ გავლენა ვერ იქონია ტენორის ევროპულ საპროგრამო გამოსვლებზე ვერც წელს და ვერც მომავალ წელს. ბრალდებების მიუხედავად, თავიანთ პროგრამებს არ ცვლიან მილანის ოპერა ლა სკალა, ლონდონის კონვენტ გარდენი, ზალცბურგის ფესტივალი. არც რუსეთში დაგეგმილი კონცერტები იცვლება.

წყარო: vesti.ru

 

კომენტარები