მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრონიკული სტრესის ფონზე ცხოვრობს

მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრონიკული სტრესის ფონზე ცხოვრობს. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ქრონიკული სტრესი, ჩვეულებრივ, თანდათანობით ვითარდება, “გროვდება” თვეობით, ზოგჯერ წლობით და ნელ-ნელა ანგრევს ორგანიზმს, იწვევს ორგანიზმის ცალკეული ფუნქციების რღვევას.

ქრონიკული სტრესის გამო ორგანიზში აღმოცენებული მდგომარეობა არ გახლავთ მხოლოდ გუნება-განწყობის გაუარესება, ნევრასთენია და ემოციური გაუწონასწორებლობა, არამედ მას თან ახლავს საჭმლის მონელების სისტემური დარღვევა, მუცლის შებერილობა, მხედველობის გაუარესება, კონცენტრაციის უნარის შესუსტება, სიმწარისა და გულისრევის შეგრძნება დილაობით და სხვა.

ქრონიკული სტრესი უპირველესად ნაღვლის ბუშტის ფუნქციობაზე აისახება. შემდგომ უარყოფით გავლენას ახდენს თორმეტგოჯა ნაწლავზეც. შედეგად ვითარდება ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება, მწვავე ან ქრონიკული კოლიტი, ირღვევა ნაღვლის გამოყოფის პროცესი, იწყება შეგუბება, წარმოიქმნება ნალექი, რაც დროთა განმავლობაში კენჭებსაც აძლევს დასაბამს. ქრონიკული სტრესის გამო შეიძლება ნაღველკენჭოვანი დაავადებაც კი ჩამოყალიბდეს.

კომენტარები