მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია – „ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადების 92 შემთხვევა დაფიქსირდა“

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 12 ქვეყანაში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 92 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით:

„ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ დაფიქსირდა. საკრუიზო ლაინერზე ამ დრომდე იმყოფება სამი ათასამდე ადამიანი. მათგან ნახევარი იაპონელები არიან.“

 

კომენტარები