„მტკივნეული სიმართლე იქნება – ახლა რევოლუციის მოხდენის შანსი არის პრაქტიკულად არარეალური“ – თეა თუთბერიძე

-„ახლა რასაც დავწერ, მტკივნეული სიმართლე იქნება.

იქ სადაც რეალურად იმუშავა ოპოზიციამ (არ ვგულისხმობ მხოლოდ პიარისთვის ჩანატარებ შეხვედრებს მოსახლეობასთან), შედეგებიც მაღალია. მაგალითად ავიღოთ გლდანი.

ახლა გადავალ სხვა საკითხზე. თქვენ კარგად იცით მეგობრებო რომ არჩევნები ოქმების გადაწერით არ ყალბდება დღეს (პუტინის რუსეთშიდაც აღარ იყენებენ მაგ მეთოდს). არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე თვეებით ადრე და საარჩევნო უბნების დახურვამდე! გამოიყენა თუ არა არჩევნების გაყალბების ეს მეთოდები ქართულმა ოცნებამ? რა თქმა უნდა გამოიყენა! უამრავი ადმინისტრაციული რესურსით დაწყებული, თითოეულ საარჩევნო უბანზე კრიმინალი ქუჩის ძველი ბიჭების მობილიზებითა და თავიან სასარგებლოდ ამუშავებით დამთავრებული.

ახლა რაც შეეხება ოქმებს. ოქმებზე სადაც ოპოზიციის კანდიდატების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერებია შევსების შემდეგ, ის ოქმები ვერ გასაჩივრდება, თუ უკვე ხელი მოაწერა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ადგილზე საჩივარი არ დაწერა რომ არ ცნობს ოქმში ასახულ შედეგებს ამა და ამ მიზეზის/მიზეზების გამო. ეს ოქმები ოპოზიციას უნდა გქონდეთ და თავად უნდა აჯამებდეთ ახლა მიღებულ შედეგებს! ოქმების ნაწილი სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმოწერები არ ფიქსირდება და აშკარა შეუსაბამობებია, შესაძლოა გასაჩივრდეს და გაუქმდეს, თუ უბანზე მითუმეტეს დაწერილი აქვს თქვენ წარმომადგენლებს საჩივარი გუშინ.

ეს ხელისუფლება რომ არჩევნების გზით წამსვლელი არაა (არსად არც ერთი პრორუსული ხელისუფლება არჩევნების გზით არ წასულა), ამას მე ძალიან დიდი ხანია ვამბობ, მაგრამ ახლა რევოლუციის მოხდენის შანსი არის პრაქტიკულად არარეალური“, – წერს თეა თუთბერიძე ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები