მუამარ კადაფის ვაჟი ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილმა განაცხადი შეიტანა ლიბიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი Libya Alahrar

ლიბიური მედიის ცნობით, ამის შესახებ სეიფ ალ ისლამ კადაფიმ მიმართა ქალაქ სებჰას რეგიონულ საარჩევნო კომისიას.

შეგახსენებთ, რომ მუამარ კადაფი 2011 წლის 20 ოქტომბერს მოკლეს. პოლკოვნიკი ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას 43 წლის განმავლობაში. ის ხელისუფლებაში 1969 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოვიდა, როცა ჯერ კიდევ კაპიტნის ფორმა ეცვა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები