„მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა” – სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო მიმართულება ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო კონფერენციას – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ტრადიციას საფუძველი 2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაეყარა.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება კრებულში – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა, VI“.
ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია მიზნობრივი ხასიათისაა და ეძღვნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ მუზეუმებს, მუზეუმ-ნაკრძალებს და, ზოგადად, სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებულ თემატიკას.
ამჟამად მიმდინარეობს მცხეთის მუზეუმის ახალი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც უნდა მოეწყოს ახალი ექსპოზიცია. ამიტომ 2019 წლის სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება მცხეთას, დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალს, მცხეთის ახალ მუზეუმსა და მის ექსპოზიციას.

კომენტარები