მუზეუმი Holoseum-ი – „არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები“ –

-„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივი გადაწყვეტილების გამო მოგვიწია დახურვა, შაბათ-კვირას დავბრუნდებით განახლებული ფორმით. ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები.

Reformerfitness-ს მშვენიერი ინსიპირაციაა და ჩვენც ვეცდებით, ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის. ჩვენთან 1000 კვადრატული მეტრი, გაშლილი ფართია. უძლიერესი განიავების და ჰაერის ფილტრაციის სისტემები და ყველა ნორმატივი, რომელიც კი თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც დაგვხურეს.

ასევე ვითვალისწინებთ, რომ დღეს ქვეყანაში უმეტესობამ დაკარგა შემოსავალი, დაკარგა ხალისი ქუჩაში გამოსვლის და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ისეთი ახალი ფორმით გავიხსნებით რომ შეძლებთ გვესტუმროთ უფასოდ. დიახ, ჰოლოზეუმი აღარ იქნება ფასიანი. აღარც პანდემიის პერიოდში და აღარც მომავალში”, – წერს მუზეუმი ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები