მუნიციპალური ტრანსპორტი, სპორტული და კულტურული ღონისძიები – როდის გაიხსნება

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„ყველას უნდა ესმოდეს, ჩვენ იძულებულები ვართ, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, ასევე სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიების, საზღვრებზე კონტროლის შეზღუდვები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ დღეს საქართველო წარმატებულია კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დროული, პრევენციული ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ შევძელით, არ დაგვეშვა იმპორტირებული შემთხვევების გავრცელება ქვეყანაში.

ძალზედ ეფექტური იყო საკარანტინე ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები. ამან მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების.  საქართველოში საშუალოდ გვყავს, მაგალითად, დღეში 2, 5 ან 10 ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უდა გვესმოდეს, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად და ეტაპობრივად გაანახლონ თავინთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები