„მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი“ – გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორეს მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება.

რაც შეეხება ღია ბაზრობებს, რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ. ალბათ, ის ნაწილი, სადაც ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე ქუჩიდან შესასვლელები არის, შეიძლება ნელ-ნელა აღვადგინოთ.

ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით, მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას, არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, შემდგომ, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგად, სისტემა მოემზადა იმისთვის, რომ ნორმალურად ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებას დაებრუნებინა ხალხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები