მურაბის ტაშტების სალოკავად

რეზო გაბრიაძე:

ზევით და ზევით მიიწევდა მიზანას ხმა და როდესაც წარმოუდგენელს გასცდა, ადგილზე გაიყინა და გაწყდა ძაფივით.

ასე სიმღერაში მიიცვალა მიზანა ბრეგვაძე ერთ გაღლეტილ შემოდგომას. აუშვა ცაში ხმა და ვეღარ დაიბრუნა, ამოისუნთქა და ვეღარ ჩაისუნთქა, ისესხა სამი ჩააფი ღვინო და ვეღარ ჩაასესხა, დაფლეთილი ყავარი ამოიიღლიავა და სასულეთში გადაინაცვლა მამაზეციერთან, ვარდის ყანაში, ბუმბულის ბალიშებზე, მურაბის ტაშტების სალოკავად.

 

კომენტარები