მუსლიმი თემი რამზან ბაირამს აღნიშნავს
მუსლიმი თემი რამზან ბაირამს აღნიშნავს. ქართველმა მუსლიმებმა დღესასწაული ბათუმში იზეიმეს. მომლოცველები ბათუმის ორთა ჯამეში და ასევე აბაშიძის ქუჩაზეც შეიკრიბნენ, სადაც მეჩეთის აშენებას ითხოვენ. მორწმუნეები დღესასწაულამდე 30 დღის განმავლობაში მარხულობენ.
დღესასწაულზე მუსლიმი მრევლი წინაპრების საფლავებზე მიდის და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდება. მორწმუნეების თქმით, სადღესასწაულო ლოცვა დილით მზის ამოსვლის დროს ერთდროულად ყველა მეჩეთში სრულდება.
ბათუმის ორთა ჯამეში საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ სადღესასწაულო ლოცვა აღავლინა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.