მფრინავი ზაურ ბედია, რომელმაც დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გადაარჩინა

ფეისბუქმომხმარებელი მედეა ცაგარეიშვილი მფრინავ ზაურ ბედიას გმირობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“თვითმფრინავი N658093 ითხოვს აფრენას! ზაურ ბედია, რიგითი სოხუმელი, უმაღლესი კატეგორიის სამოქალაქო მფრინავი, ისტორიული რეისის, იმ ეკიპაჟის მეთაური, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე რომ ებარა და … უდიდესი რისკის ფასად გადაარჩინა იგი. 1992 წლის 2 თებერვალს უმაღლესი პილოტაჟის გაკვეთილი ჩაუტარა თანამდევ ორ ავიაგამანადგურებელს და მშვიდობით დაეშვა გროზნოს აეროდრომზე, იმ თვითმფრინავში ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა! დიახ, ბატონო ზაურ “ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ”…. იქ ხომ თავისუფალი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტის, ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის თავგანწირული მამულიშვილის ზვიად გამსახურდიას ვარსკვლავი კიაფობს! თქვენ უკვე ამ გზის ისტორიად ქცეული ავტორი ბრძამდებით! გზა ვარსსკვლავეთისკენ არ დასრულებულა ის გრძელდება.. იდღეგრძელეთ!” – წერს ცაგარეიშვილი. P.S. მფრინავმა ზაურ ბედიამ შეძლო, 1992 წლის იანვარში დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ოჯახთან ერთად უხიფათოდ გადაეფრინა სომხეთიდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში.
[sg_popup id=”11474″ event=”click”][/sg_popup]
კომენტარები