„მღვდელი არის ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე მსხვერპლშეწირვას ახორციელებს, თავისი და მრევლის ცოდვებისათვის და აი“ – თეოდორე გიგნაძე

-„მღვდელი არის ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე მსხვერპლშეწირვას ახორციელებს, თავისი და მრევლის ცოდვებისათვის და აი, ამ მსხვერპლშეწირვაში, მსხვერპლშეწირვის აქტის უანგარობაში,
გულწრფელობაში, სიალალეში, ვლინდება ადამიანის გულწრფელი, მამაშვილური დამოკიდებულება ღმერთის მიმართ.
ამიტომ, კაენის არ შეიწირა, აბელის შეიწირა.
თვითონ მსხვერპლი კი არ აინტერესებს ღმერთს, შენი დამოკიდებულება ვლინდება.
ახალ აღთქმაში სხვა ტიპის სამღვდელოება მოდის და ამ ტიპის სამღვდელოებაზე პავლე მოციქული საუბრობს:
-„ და ფუცა უფალმა და არა შეინანოს, შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე, წესსა ზედა მას მელქისედეკისა”.
მელქისედეკი, რომელიც აბრაამზე მაღლა დგას;
მელქისედეკი, როგორც სიმბოლო უჟამო, უგვარტომო, მოულოდნელად გაჩენილი პერსონისა, რომელიც არის მღვდელი, რომლის დრო, ჟამი, არავინ, არაფერი ვიცით,
ანუ სჯულისმიერი მღვდელი არ არის, სხვა რამეა.
და მის მღვდლობაზე, ღმერთი იფიცება – უკუნისამდე მღვდელი იქნები შენ.
ეს იყო სიმბოლო ქრისტესი, რომელიც მერე მოვიდა.
ქრისტემ რამე კიარ შესწირა, ქრისტემ თავის თავი შესწირა.
და ჩვენ როცა ვწირავთ, ჩვენ რამეს კი არ ვწირავთ (რატომ ქვია უსისხლო მსხვერპლი), სინამდვილეში, ჩვენ, საღმრთო მადლით, იმ წირვაში ვიმყოფებით, იქ ვიმყოფებით,
როცა უფალი წირავს,
როცა უფალი აზიარებს,
როცა უფალი გოლგოთაზე კვდება.
ნამდვილი და ერთადერთი მღვდელი ეკლესიაში არის იესო ქრისტე“.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
ამონარიდი ქადაგებიდან, 24.12.2020 

კომენტარები