“მღვდელი მამა პავლე (ფაჩუაშვილი) დღეს უკვე მეუფე ნიკოლოზი, იყო ის უკანასკნელი ქართველი, რომელმაც ბოლოს დატოვა დაცემული სოხუმი”

ფეისბუქის გვერდი “სვანეთი და სვანები” აქვეყნებს პოსტს:

,, – მამა პავლე სად არის, დაუძახეთ გთხოვთ!
– დაჭრილებს აზიარებს !
– ნუ გეშინათ , მოდის მამა პავლე …
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ხშირად მესმოდა ეს ხმამაღალი გადაძახილები ალმოდებულ ქალაქში.
მღვდელი მამა პავლე (ფაჩუაშვილი) დღეს უკვე მეუფე ნიკოლოზი, იყო ის უკანასკნელი ქართველი, რომელმაც ბოლოს დატოვა დაცემული სოხუმი.
მთელი ომის დროს სიკვდილი ფეხ და ფეხ დასდევდა და ყველგან გაექცა გუმისთაზეც, სოხუმშიც და მაშინაც სოხუმის დატოვება , რომ არ უნდოდა, რამდენჯერმე უკან მიბრუნდა და ავარიაში მოყვა …
მოძღვარს დაცემული ქალაქიდან გამოყავდა დაჭრილები, ბავშვები, მონასტრის დედები და შემდეგ, თავადაც გოლგოთას ჭუბერს შეუდგა ფეხით…
ზუსტად მეუფეს და მოძმე ერის დამსახურებაა დღეს კარგი ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდა ქართველებს და სომხებს შორის ახალქალაქში…
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ღმერთმა განსაჯოს ყოველივე ის რაც ამ ღირსეული მეუფის ირგვლივ ხდება … ”

კომენტარები