მღვდელი მოითხოვს: “გამოათრიეთ ეკლესიიდან, ეს ავაზაკი ეპისკოპოსები!”

 – “დანო და ძმანო!
საქართველოს ეკლესიის სინოდის უწმინდურმა წევრებმა – სამმა იუდამ და ქრისტე ღმერთის გამცემელმა:
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ხელი მოაწერეს ანტიმართლმადიდებლურ და ანტიეროვნულ, სისხლის სამართლის დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას!
მივმართავ საქართველოს საპატრიარქოს, რომ ეს ცრუ “მოძღვრები”, რომლებიც სატანას ნათლის ანგელოზად წარმოაჩენენ, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ ღვთისმსახურის სტატუსისგან და განიკვეთონ!
ამ სამ ბოროტ მწვალებელ-ეკუმენისტ არსებას თავიანთი დამფინანსებელი პატრონებისგან: (მამათმავლთა და სექტანტების დამცველი ნაციონალური მოძრაობისგან) დაგეგმილი აქვთ ქართული სამოციქულო ეკლესიის მიშთმადიდებელ ეკლესიად გადაქცევა – ამაზე ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმისას მიშას გებელსი და მართლმადიდებელი სარწმუნოების დაუძინებელი მტერი გიგა ბოკერია დაუფარავად ოცნებობდა!
ასე რომ, ეს ნაც-მეუფეები სასწრაფოდ გასაკრეჭია! და ამ სატანის მოციქულებზე, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს საპატრიარქომ უნდა ამოიღოს ხმა. გამოათრიეთ ეკლესიიდან ეს ავაზაკები!”
 – წერს მამა გიორგი (კაპადოკიელი) 
კომენტარები