„მშვიდად ვერ ვუყურებთ, როგორ გაივლიან თბილისში პომადიანი და კოლგოტკიანი კაცები, არ დავუშვათ აღვირახსნილი პროპაგანდა“ – მამა დავითი

17 მაისს, ლგბტ თემის მიერ დაანონსებულ აქციას მამა დავითი (რუხაძე) ეხმიანება და ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის მოუწოდებს მოსახლეობას, მშვიდობიანად, პრინციპული მიდგომებით, ხელი შეუშალონ მავნე იდეოლოგიის პროპაგანდას და დაიცვან ეროვნული, მართლმადიდებლური ფასეულობები.

მამა დავითი (რუხაძე), წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელი

„ბოლო პერიოდში ხედავთ, რომ შემოტევებია არაკეთილმოსურნე ძალების მიერ. ეს ვითომ ამერიკული და ევროპული დემოკრატია და მე ვიტყოდი, რომ – დემონკრატია, უთანასწორო ბრძოლაში პირდაპირ მოიწევს წინ. ცდილობენ დაამკვიდრონ ქვეყანაში ის ბილწი, არატრადიციული მიდგომები, რაც გამოიხატება კონკრეტულად 17 მაისის, ამ მამათმავლების და სხვადასხვა სექსუალური გადახრების მქონე ადამიანთა აქციის თუ მსვლელობის გამართვაში. მათ ამის სურვილი აქვთ და უნდათ, რომ თავიანთი ამორალური მხარე მთელ ქვეყანას დაანახონ.
რა თქმა უნდა, ყველა ცოდვილი ადამიანი, ვინც ცოდვაშია და ამას ინანიებს, გულში უნდა ჩავიხუტოთ, მაგრამ ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას, მშვიდად ვუყუროთ, როგორ გაივლიან თბილისის ქუჩებში პომადიანი და კოლგოტკიანი კაცები და როგორ ჩაეხუტებიან ერთმანეთს. ამას ოლიმპიური სიმშვიდით ვერ შევხედავ, ვერ შეხედავს ვერც ერთი ის ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია ტრადიციული, ეროვნული, მართლმადიდებლური ფასეულობები, ამიტომ მე, როგორც რიგითი სასულიერო პირი, რიგითი ქართველი, ვფიქრობ, რომ 17 მაისს, ჩვენ ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახი, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მართლმადიდებლობა, დილიდანვე უნდა დავიკავოთ ის ადგილები, სადაც შესაძლებელია მათი თავშეყრა და არ მივცეთ საშუალება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმებით და ჩვენი პრინციპული პოზიციით, რომ თავიანთი ბილწი ღონისძიებები გამართონ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მობილიზება აუცილებელია დილიდან ასეთ თავშეყრის ადგილებში, ეს იქნება კანცელარიის წინ, პარლამენტის წინ, ფილარმონიის წინ თუნდაც, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო დიდი საშიშროებაა კანცელარიის წინ გამართვისა, იმიტომ, რომ ყველა მხრიდან ხერხდება ამ ადგილის ლოკალიზება და თუ მათ ეს აქცია გამართეს, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენ ერზე, მოიწევს სასჯელი ამის გამო და ამ სასჯელის გამო, ყველა დავისჯებით.
აქ პასიურობა არ გამოგვადგება. ამიტომ, მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მშვიდობიანი მსვლელობით, პარაკლისი იქნება ეს, ლოცვა, თუ რაც, დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ მათი თავშეყრა, მათი „ზეიმი“.
ქართველი ერის პოზიცია ოჯახთან მიმართებაში, არის შეურყეველი. ეს დღე მისმა უწმინდესობამ გამოაცხადა ოჯახის დაცვის დღედ, იმიტომ რომ დაგვეპირისპირებაინა იმ ადამიანებისთვის, მაგრამ ამ დღეს მაშინ აქვს აზრი, თუ ეს ადამიანები ვერ გაბედავენ თავიანთი ბილწი ქმედებების მოწყობას.
გთხოვთ, ქართველებო, ძმებო, დებო, ერთად დავდგეთ და ერთად შევეწინააღმდეგოთ იმ შემოტევას, ზღვარგადასულ ნიაღვარს უზნეობისა, რასაც ცდილობენ რომ ჩვენთან დაამკვიდრონ. შეიძლება მცირერიცხოვანი არიან, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან გაიზრდება, თუ ჩვენ წავუყრუებთ და პასიურად ვიქნებით. პასიურობა ამ შემთხვევაში, დანაშაულის ტოლფასია.
ამიტომ მინდა გთხოვოთ, შეძლებისდაგვარად, ყველა ერთად დავდგეთ ვისთვისაც ძვირფასია მართლმადიდებლობა, ოჯახური ტრადიციები, ქართველობა, დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ ბილწი მამათმავლებისა და სხვადასხვა სექსუალური გადახრების მქონე ადამიანების ასეთი საჯარო თავყრილობები. უნდა გავერთიანედეთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მათი აღვირახსნილი პროპაგანდა მავნე იდეოლოგიისა, რომ ჩვენი შვილები ხვალ-ზეგ არ მოექცნენ ამ ზეგავლენის ქვეშ და საქართველოში ნორმალურად განვითარდნენ თაობები, კაცი კაცს ჰგავდეს და ქალი-ქალს“, აცხადებს ვიდეომიმართვაში მამა დავითი.

კომენტარები