„მშვიდი და სწორი ძილისთვის მნიშვნელოვანია“- ოთარ ტატიშვილი

-„მშვიდი და სწორი ძილისთვის მნიშვნელოვანია პოზიცია, -როგორ პოზაში სძინავს ადამიანს. თუ არის უძილობის ქრონიკული პათოლოგია, რა თქმა უნდა, ეს რჩევები ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, ამ რჩევების გათვალისწინება  იმ შემთხვევებში შეგიძლიათ, როდესაც  იოლად გამოხატული უძილობა აქვს.

პირველი, – ეს არის ცხელი შხაპი და ცივი საწოლი.  სხეულის გათბობა და შემდეგ გაგრილება ჩვენს ორგანიზმში მელატონინის გამოყოფას უწყობს ხელს. ამ უკანასკნელს ძილის გენერირებაში დიდი როლი მიუძღვის. მელატონინი ორგანიზმს მიანიშნებს, – უკვე ღამეა და ძილის დრო ახლოვდება. ამისთვის ყველაზე ოპტიმალური გრილი გარემოა. სასურველია, ცხელი შხაპის მიღებამდე  საძინებელი გავანიავოთ. ამ დროს გამოვყოფთ მელატონინს.

მცდარია, როდესაც ამბობენ, ერთ ჭიქა ღვინოს დავლევ და დამეძინება, არამც და არამც! შეიძლება ამან პირიქით, აღზნება გამოიწვიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, – აუცილებლად შეარჩიეთ ძილის სწორი პოზიციები. შეიძლება, თავს კონკრეტულ პოზიციაში კარგად ვგრძნობდეთ, დავიძინოთ კარგად, მშვიდად, მაგრამ ეს არ იქნება შედეგიანი ძილი. არასწორი პოზიციის არჩევის შემდეგ, შეგვიძლია თავის, წელის, ხერხემლის ტკივილით გავიღვიძოთ.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პოზაში ვიძინებთ და რა პოზაში ვიღვიძებთ.

ზურგზე წოლა, მარცხნივ და მარჯვნივ წოლა ძილისთვის ყველაზე კარგი პოზიციაა, უნდა მოვერიდოთ მუცელზე ძილს. ამ დროს ხერხემალი არის დაჭიმული. მუცელზე წოლას თავისი კომფორტი აქვს, არავინ კრძალავს, მაგრამ მუცელზე დაწოლილი ნუ დაიძინებთ.

არ გეგონოთ,  როცა ძალიან დაიღლები,  კარგად დაგეძინება, გადაღლის უძილობაც სერიოზული პრობლემაა“, -განაცხადა ექიმმა, ოთარ ტატიშვილმა „იმედის დილაში“.

კომენტარები