მშობელთა კომიტეტში, სკოლის მოსწავლეთა ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმების დაწყების იდეა შეაფასეს

რუსეთის მშობელთა ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელმა ირინა ვოლინეცმა, „RT“-ს ჯანდაცვის პროექტი დააკომენტარა, რომელიც სამედიცინო შემოწმების დროს, სკოლის მოსწავლეების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო მოხმარების გამოვლენას ითვალისწინებს.

ვოლინეცმა დადებითად შეაფასა წამოწყება და აღნიშნა, რომ სამედიცინო შემოწმება ბავშვების მშობლების ან მათი კანონიერი წარმომადგენლების ნებართვით უნდა ხდებოდეს. სამედიცინო შემოწმების გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მშობლებზე გადავა.

ინფორმაციას „russian.rt.com“ ავრცელებს.

კომენტარები