მცხეთაში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა იწყება

მცხეთის კულტურის ცენტრში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა იწყება. პროექტი ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მოამზადა.

გენერალური გეგმის კონცეფცია მცხეთის, როგორც ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შედგენას, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებას მოიცავს. ქალაქის სივრცითი განვითარების გარდა გენერალური გეგმის დამტკიცება არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელზეც „იუნესკოსთან“ თანამშრომლობის გაგრძელებაა დამოკიდებული.

„იუნესკოს“ მოთხოვნით, ამ დრომდე, მცხეთაში მშენებლობებზე მორატორიუმია გამოცხადებული. ეს კონცეფცია აუცილებელი ნაბიჯია მორატორიუმის მოხსნის გზაზე.

კომენტარები