მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს:
„თოვისა და გაძნელებული ხილვადობია გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის
საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების
მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“.

კომენტარები