მძარცველები ბანკში – მოდელირებული ისტორია და გონივრული დასკვნები

ფეისბუქის ჯგუფის – “ჩვენ ამერიკაში” – ერთ-ერთი წევრი ბანკის ძარცვის მოდელირებულ ისტორიას აქვეყნებს, რომლის ყოველი ეპიზოდი გონივრული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა:

მძარცველებმა ბანკში დაიყვირეს:
-“არ გაინძრეთ! ფული ეკუთვნის ბანკს, სიცოცხლე კი გეკუთვნით თქვენ! ”
რა თქმა უნდა , ყველა იატაკზე დაწვა.

ეს იმის მაგალითია, რომ ტერმინოლოგია ცვლის ყველაფრის აღქმას.

***

ერთი ქალი პროვოკაციულად დაწვა მაგიდაზე, მაგრამ მძარცველმა, რომელიც ვნებას არ აყვა უთხრა:
– “ეს ძარცვაა და არა გაუპატიურება. მოიქეცი შესაბამისად!”

ეს იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პროფესიონალი და კონცენტრირდებოდეს მხოლოდ მიზანზე.

***

გაქცევის პროცესში, მძარცველებიდან ყველაზე ახალგაზრდამ (აკადემიური ხარისხით) უთხრა ყველაზე ხნიერს, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა “დაწყებითი სკოლა”:
-“ჰეი, ბებერო, იქნებ დავითვალოთ რამდენი ავიღეთ?”
ბებერმა მკაცრი ტონით უპასუხა:
-“ნუ იქნები სულელი, ეს ძალიან დიდი ფულია იმისთვის, რომ დავითვალოთ ახლავე. დაველოდოთ სანამ ახალი ამბები არ გააშუქებენ რამდენი იზარალა ბანკმა.”

ამას ჰქვია გამოცდილება – დღევანდელ დღეს გამოცდილება ხარისხზე მნიძვნელოვანია.

***

მას შემდეგ, რაც მძარცველები გაქრნენ, ბანკის დირექტორმა უთხრა ბუღალტერს, რომ დაერეკა პოლიციაში. ბუღალტერმა უპასუხა:
– “მოიცა, მოდი მოპარულ თანხას დავუმატოთ ის 5 მილიონი, რომელიც ჩვენ მოვტეხეთ გასულ თვეში და ვთქვათ, რომ ეს ფულიც მოიპარეს.”

ამას ქვია – ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენება.

***

მეორე დღეს ახალმა ამბებში გამოაცხადეს, რომ ბანკიდან მოიპარეს 100 მილიონი დოლარი. მძარცველებმა ნადავლი დათვალეს, მაგრამ მოპარული თანხა 20 მილიონი აღმოჩნდა და არა 100. მძარცველებმა დაიწყეს წუწუნი:
– “ჩვენ საკუთარი სიცოცხლით ვრისკავდით რაღაც დამპალი 20 მილიონისთვის, მაშინ, როდესაც ბანკის ხელმძღვანელობამ მოიპარა 80 მილიონი თვალის დახამხამებაში. ალბათ უკეთესია შეისწავლო, როგორ მუშაობს სისტემა, იმის მაგივრად, რომ იყო უბრალო მძარცველი.”

ამას ჰქვია – ცოდნა ეს ძალაა.

***

ბანკის დირექტორი ძალიან კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით იმით, რომ ბირჟის დანაკარგები შენიღბული იყო ძარცვით.

ამას ჰქვია – არ გეშინოდეს რისკის.

***

მიეცით ადამიანს იარაღი და ის შეძლებს გაძარცვოს ბანკი.
მიეცით ადამიანს ბანკი და ის შეძლებს გაძარცვოს ყველა !

კომენტარები