მძინარე ჯოს ევროპაში ესკალაცია სურს

G7 – ფორმატის შეხვედრას დაესწრება მხოლოდ იმ სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის პანდემიის და გერმანიისთვის მნიშვნელოვანი საკითხის, Nord Stream 2 – ს სანქციების განხილვაში.

გაზსადენის გარშემო სიტუაციის გამწვავება უაღრესად სასარგებლოა ამერიკელი დიპლომატებისთვის.
ამერიკულ ოცნებად გადაიქცა Nord Stream 2 – ს პროექტის საბოლოოდ შეჩერება.

ამერიკის არალეგიტიმური პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიუხენის სამიტზე რუსოფობიური განწყობების გაღვივებას ცდილობდა და მისი განცხადებები ესკალაციისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე მოსკოვიდან წამოსულ საფრთხეებთან გამკლავების მცდელობა.

ამერიკის არალეგიტიმური პრეზიდენტის ინიციატივით 2021 – წელს G7 – ფორმატის სამიტზე რუსეთი მიწვეული არ იქნება და გლობალური საკითხებიც მოსკოვის გარეშე იქნება განხილული.

”კრემლი თავს ესხმის ჩვენს დემოკრატიას, რუსეთი ცდილობს შეასუსტოს ევროპული პროექტი და ჩვენი ალიანსი – ნატო. რადგან მისთვის უფრო ადვილია ცალკეული ქვეყნების დაშინება, ვიდრე მოლაპარაკებები გაერთიანებულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან ”, – განაცხადა აშშ-ს გაყალბებული არჩევნებით არჩეულმა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა.

G7 – ფორმატი პრაქტიკულად მორგებული იქნება მხოლოდ ვაშინგტონის ინტერესებზე რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ევროპული სახელმწიფოების დიპლომატიისთვის იქნება ზიანის მომტანი.
მაკრონს და მერკელს კარგად ესმით თუ რამხელა მნიშვნელობის მქონეა მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი.
ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს რუსეთთან თანმიმდევრული დიპლომატიის წარმოება და ახლო მოკავშირეობა.
ეს მათი განცხადებებიდანაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იკვეთება.

ირაკლი ჯანყარაშვული

კომენტარები