მძლავრი ტაიფუნი დაატყდა თავს იაპონიის მთავარ კუნძულ ჰონსიუს
მძლავრი ტაიფუნი დაატყდა თავს იაპონიის მთავარ კუნძულ ჰონსიუს.
ტაიფუნის ცენტრში წნევა 945 ჰექტოპასკალს უდრიდა, მის ცენტრში ქარის სიჩქარე იყო 45 მეტრი წამში, ზოგიერთ მომენტში – 65 მ/წმ-მდე.
ტაიფუნის შედეგად დაზარალდა 170 ადამიანი, 25 დაიღუპა, ხოლო 15 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ძალაში რჩება 3 მლნ ადამიანის ევაკუაციის ბრძანება რამდენიმე პრეფექტურაში.
12 პრეფექტურაში, ტოკიოს ჩათვლით, ძლიერი წვიმების გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ტოკიოში პირველად მოხდა, რომ საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა არა მარტო ქალაქის გარეუბნების, არამედ 23-ვე ცენტრალური რაიონისთვის.