მწვანე ტბის ტერიტორია ტურისტების მოზიდვის მიზნით განახლდება

ხულოში, ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის მწვანე ტბის ტერიტორია ტურისტების მოზიდვის მიზნით განახლდება. განხორციელდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მოპირკეთდება გზები, გაკეთდება ნავმისადგომები და ავტოპარკინგი.
ხულოს საკრებულომ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა საკუთრებაში.
დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს და გათვლილი იყოს ყველა რისკი, რომელიც ასეთი ტიპის სამუშაოებმა შესაძლოა გამოიწვიოს .

კომენტარები