ნათია თოდუა საერთაშორისო ფესტივალ „Music Video Underground Festival“-ის გამარჯვებული გახდა

ნათია თოდუა საერთაშორისო ფესტივალ „Music Video Underground Festival“-ის გამარჯვებული გახდა.

ნათია თოდუამ ნომინაცია „საუკეთესო სოლო შემსრულებელი“ მოიგო.

მომღერალი ნომინაციაში სიმღერისთვის „Love letter“ იყო წარდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ვიდეორგოლების კონკურსი ყოველთვიურად იმართება. მასში მთელი მსოფლიოდან შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ.

ნათია თოდუა გერმანიაში პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის (The Voice of Germany) გამარჯვებულია.

 

კომენტარები