ნათია თურნავამ თელავის ცენტრში „ჰოლიდეი ინნ” – ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის ცენტრში „ჰოლიდეი ინნ” – ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა.

თელავში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. „ჰოლიდეი ინნ” – ი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მომუშავე პირველი სასტუმროა თელავში. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს და 65 ადამიანი დასაქმდა.
სასტუმროს გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა. “

კომენტარები