ნათია თურნავა: „არანაირი პრობლემა ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„უწყყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების შევსებაში. პანდემიის მეორე ტალღის დროს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა.

დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, ეს სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც ჩვეულებრივ დროს გვქონდა, პანდემიის დაწყებამდე. ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ შექიმნას დეფიციტი, მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანადაცვის სექტორი, – არანაირი პრობლემა ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება.

ეკონომიკის სამინისტრომ თურქეთში ჟანგბადის 10 ახალი, დიდი სიმძლავრის გენერატორი, თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

საქართველოსი კორონავირუსის 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა

კომენტარები