ნათია თურნავა: ბიზნესის ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

„ბიზნესის ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად და საკმაოდ წარმატებით. 6 და 7 აპრილის განმავლობაში ჩვენი და შრომის ინსპექციის გაერთიანებული ძალებით მოხერხდა 76 კომპანიის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან ნახევარზე მეტი, 40 კომპანია არის ის, ვისაც დღეს შეჩერებული აქვს საქმიანობა დროებით და მათ შემოიტანეს განაცხადი აპლიკაციის სახით და ბიზნეს საქმიანობის აღდგენა მოითხოვეს. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი. მიეცათ გარკვეული დრო, რომ მათ ეს ხარვეზები გამოასწორონ და ამის შემდეგ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, განმეორებითი შემოწმების შედეგები იქნება უფრო უკეთესი და ეს კომპანიებიც შეძლებენ, რომ ყველა ხარვეზი აღმოფხვრან და სრულიად დაცულები იყვნენ ისინიც და მათი თანამშრომლებიც ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები