ნათია თურნავა: „ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესის სტიმულირების გეგმაზე მუშაობა დაიწყო“

მთავრობის სხდომა გაიმართა. 

-„მოგეხსენებათ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, თითქმის ყველა უწყება გადადის საგანგებო რეჟიმზე. ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ნეგატიური შედეგები შეიძლება აისახოს ეკონომიკურ სექტორზე. კერძოდ, ტურიზმის მიმართულებაზე.

ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესის სტიმულირების გეგმაზე მუშაობა დაიწყო. მას მალე გაასაჯაროებს. გეგმა ტურიზმის გარდა ბიზნესის ზოგად სტიმულირებას ითვალისწინებს.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივად გადავლახავთ ან შევარბილებთ ამ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწარაფად მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადალახვა მთლიანად მსოფლიოში და მსოფლიო არის კონსოლიდირებუილი. საჭიროება გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე წინსწრებად მანამ, სანამ ნეგატიური ზეგავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე, უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესზე, ზრუნვა დასაქმებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული ის გეგმა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებასა და ბიზნესს.

მთავარი აქცენტი გეგმაში ტურიზმის სფეროზე გაკეთდება და მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, იმისთვის, რომ საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად დარჩეს.

ტურიზმი, რა თქმა უნდა, იქნება ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი. ტურისტული ინდუსტრია არის ის პირველი ფრონტის ხაზზე მყოფი ინდუსტრია. ზარალდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად მივმართავთ იზოლაციას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და სხვათა შორის მომავალი ტურისტიც დავიცვათ იმისგან, რომ საქართველო არ გახდეს ვირუსის საკმაოდ მაღალი გავრცელების კერა და ჯერჯერობით ამას მთავრობა კოორდინირებულად ახერხებს, როგორც თქვენ ხედავთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც აქამდე ვიყავით ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი განვიმტკიცოთ. ეს იქნება გლობალურად ქართლი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი იმისთვის რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავამ. 

კომენტარები