ნათია თურნავა: „მწვანე ზონის“ სტატუსი არ დაგვიკარგავს, ეს ჩვენი მონაპოვარია, რომელსაც ასე მალე არ დავთმობთ

“მწვანე ზონის“ სტატუსი არ დაგვიკარგავს, ეს ჩვენი მონაპოვარია, რომელსაც ასე მალე არ დავთმობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ.

„როგორც პანდემიის პირველი დღიდან ხდებოდა, ჩვენ ადეკვატურად, ეფექტურად და სწრაფად ვრეაგირებთ. ადრე მთავარი იყო ვირუსის გავრცელების სწრაფი პრევენცია, ახლა მთავარია, ვირუსთან თანაცხოვრება ვისწავლოთ ისე, რომ თითოეული შემთხვევა ლოკალურად მართვადი იყოს და ეკონომიკა არ დავაზარალოთ. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ

 

 

კომენტარები