ნათია თურნავა: „ტავ ჯორჯიას“ გარკვეული ვადა მივეცით, იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოვაჩინე“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა.

„ტავ ჯორჯიას“ გარკვეული ვადა მივეცით, იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოვაჩინე.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა, დღეს ორივე ტერმინალი დავათვალიერე და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კიდევ ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ „ტავ ჯორჯია“ ძალიან მკაცრად გავაფრთხილეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ ჯორჯია“ ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას.

მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისები, იგივე კაფეები და რესტორნები, რომლის ინტერიერიც კარგა ხანია შესაბამის სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს.

დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მივეცი გარკვეული ვადა „ტავ ჯორჯიას“. მინდა გითხრათ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ რამდენად ხდება პრობლემების აღმოფხვრა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურქული „ტავ და ურბანი“ „ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15– წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა.

კომენტარები