ნათია თურნავა- „უმჯობესია, ვიმოგზაუროთ საქართველოში, ჩვენი ვალუტით დავეხმაროთ სწორედ საქართველოს, რადგან წინა წლებში რამდენადაც შემოდიოდა უცხოელი ტურისტების მიერ დახარჯული ვალუტა, იმდენი“

-„ძალიან ბევრი სიკეთე და ახალი გადაწყვეტილება წარვუდგინეთ ტურისტულ ინდუსტრიას. მაგალითად – გავხსენით ბიზნესვიზიტორებითვის ჩვენი ბაზარი, მიუხედავად იმისა, საიდან მოდიან ისინი, ტესტირების გზით, ბიზნესვიზიტორები შეძლებენ, ესტუმრონ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტო ბიზნესმიზანი, აუცილებლად არ გაუშვებენ ხელიდან ამ შანსს და ტურისტულადაც იმოგზაურებენ. მთავრობა ძალიან კარგად ხედავს, ტურისტული ინდუსტრია ძალიან დაზარალდა, სწორედ ამიტომ ყველა პროგრამისა და გადაწყვეტილების სათავეში  ტურიზმის დახმარება ასახულია.

ეს არის დარგი, რომელსაც ერთ-ერთ პირველ დავეხმარეთ, გეუბნებით ამთავითვე,  ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომში, რადგან ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება. ჩემი აზრით, არ რის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვონ რომელიმე ჩემ კოლეგასთან ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, –  ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. მაგალითად, ორიოდე დღის წინ  საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა ჩემი მონაწილეობითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით განთავსებისა და ტურიზმის დარგთან. ბევრი სასტუმროს წარმომადგენელი მონაწილეობდა,  ტუროპერატორებიც მონაწილეობდნენ, სხვადასხვა ასოციაციაც, ალიან საქმიან, მშვიდ ვითარებაში განვიხლეთ ყველა საკითხი, ყველა გადაწყვეტილება, ყველა რისკი და სიკეთე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებით მოვიდეს. ყველანი ვთანხმდებით,  ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები, თუმცა ამის შესაძლებლობას იცის იძლევა, ჩვენ 15 ქვეყანას შორის მოვხვდით, შეიძლება, ისე მოხდეს, ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს მასშტაბური, საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რასაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს.

უმჯობესია, ვიმოგზაუროთ საქართველოში, ჩვენი ვალუტით დავეხმაროთ სწორედ საქართველოს, რადგან წინა წლებში რამდენადაც შემოდიოდა უცხოელი ტურისტების მიერ დახარჯული ვალუტა, იმდენი გადიოდა ჩვენი მოქალაქეების მიერ გარეთ დახარჯული ვალუტა საზღვარგარეთ დასვენების დროს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

კომენტარები