ნათია თურნავა: „ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია – სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90 პროცენტს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„პანდემიით გამოწვეული ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნიდან 80-ზე მეტი ტონიდან დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადით იფარება.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, პერიოდულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება და პრობლემის ადგილობრივი წარმოებით გადაწყვეტის შესაძლებლობაა.

პანდემიის პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ პირბადეების წარმოება. იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების მწვავე დეფიციტი იყო, ჩვენ დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ ადგილობრივი წარმოება, მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი ავარიდეთ. ასევე ბიზნესი სწრაფად გადაეწყო, დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების, სამედიცინო კომბინიზონებისა თუ სამედიცინო სექტორისთვის საჭირო სხვა სახარჯი მასალების წარმოება. სამედიცინო სექტორს ახლა უკვე ადგილობრივად წარმოებული ჟანგბადით ვამარაგებთ.

ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია – ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, დეკემბერში საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა.

ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.

კომენტარები