ნათია მეზვრიშვილი: პროვოკაციებისა და სიტუაციის გამწვავების მცდელობისთვის, დაკავებულია 5 პირი

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დღეს, 19 მაისს, არჩევნების დღეს, გარკვეული პროვოკაციებისა და სიტუაციის გამწვავების მცდელობისთვის, დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ორ პირზე დაწყებულია გამოძიება.
​ნათია მეზვრიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან კანონი და ნუ მოახდენენ სიტუაციის ესკალაციას.
“დაკავებულია 5 პირი, 2-ზე გამოძიება დაიწყო. აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები. სახეზეა პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა. მოვუწოდებთ ყველას, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას მოუწევს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”,-,განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

კომენტარები