ნათია ძირკველიშვილი: ემიგრანტები დაგეხმარნენ და სიტყვა არ წამოგცდენიათ. უმადურობაა!

ნათია ძირკველიშვილი: ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენები იყო დაბა ხარაგაულში მცხოვრები სირაძეების ოჯახის გაჭირვება. კერძოდ, ოჯახის მცირეწლოვანი წევრი, იძულებული გახდა, თმა გაეყიდა, რათა საკვები შეეძინა… სიუჟეტმა გულგრილი არავინ დატოვა. შეჭირვებულის დასახმარებლად ემიგრანტები დაირაზმნენ და რამდენიმე თვეა, პროდუქტებით, ნივთებით და ფულითაც ეხმარებიან, მაგრამ უმადურობის გამო განცვიფრებულები დარჩენილან – ამის შესახებ სხვა ემიგრანტი, ნათია ძირკველიშვილი აცხადებს:

– “მინდა ვკითხო ამ ქალბატონს რატომ ერთი სიტყვა არ წამოსცდა ცრუ მთავარ არხთან რომ ემიგრანტების ფონდმა “ ემიგრანტი დედები საქართველოს მომავლისათვის” რომლის დამფუძნებლები ხათუნა ბარათაშვილი და თეონა ნაცვალაძეა, გაუწიეს დახმარება პროდუქტით თუ ტანსაცმლით, უყიდეს და სხვადასხვა ნივთები, აგრეთვე ყოველ თვე ფულად დახმარებას უწევენ საბერძნეთიდან ორი ემიგრანტი თამარ მიქელაძე და მარი ზერეკიძე, შეიძლება არ არის საკმარისი მაგრამ როცა გეხმარებიან და მითუმეტეს ემიგრამტები ხომ შეიძლებოდა ერთი სიტყვა წამოსცდენოდა? ეს არის უმადურობა სხვა არაფერი” – წერს ნათია ძირკველიშვილი.

 

ასევე იხილეთ:  მეც მინდება კარგი საჭმელები… თმები შევიჭერი და გავყიდე, რომ საჭმელი გვეყიდა

კომენტარები