„ნამახვანის ჰესთან“ გახარიას ბრალეულობა თითიდან გამოწოვილია“

ნამახვანჰესის “ისტორია” – ჩემი მეგობრის კედლიდან გაზიარება:
– „მე არავის დამცველად არ გამოვდგები და არც თავს ვდებ, უბრალოდ არ მომწონს, როცა ვინმეს დაუმსახურებლად ხელს ახოცავენ.
ნამახვანის ჰესთან გახარიას ბრალეულობა თითიდან გამოწოვილია.
“ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებისა და მათი შემუშავების კოორდინაციის მიზნით შექმნილ ეკონომიკური საბჭოს 2014 წლის 21 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ სს „ნამახვანთან“ ერთად უზრუნველყოს „ნამახვანი ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელება.” / ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ხოლო, საბოლოო ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში და მას ხელს აწერდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
კომენტარები