„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ 2 პირი დააკავა.

ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტში რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებიან. ადგილზე იმყოფება კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძეც.

ფოტო: დავით ქაცარავა

კომენტარები