ნამახვანჰესის ნაცვლად, შეძლება ჯამში 8 ცალი 234-მეგავატიანი მზის ელსადგურის მშენებლობა! – ზურაბ ქუმსიაშვილი:

ზურაბ ქუმსიაშვილი:

– “აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ბაქოს მახლობლად, არაბთა გაერთიანებული ემირატების კომპანია, 100-მილიონდოლარიანი ინვესტიციით, 234 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს!
შეადარეთ, თურქული ,,ენკას” მიერ 800-მილიონდოლარიანი და 430 მეგავატის სავარაუდო სიმძლავრის ნამოხვანჰესის პროექტს და ყველაფერი ნათელი ხდება.
ანუ, ერთი ასეთი ნამახვანჰესის ნაცვლად, შეძლება ჯამში 8 ცალი 234-მეგავატიანი მზის ელსადგურის მშენებლობა!
ანუ, 800 მილიონით მივიღებთ 1870 მეგავატს, ნაცვლად 430-ისა!!!
თან იმ გარანტირებული შესყიდვის პირობებით, რომელიც „ENKA”-ს გაუფორმეს, საქართველოც აიღებდა 800 მილიონ კრედიტს, ისე როგორც “ENKA” იღებს, ნებისმიერ ევროპულ ბანკში.
სოფლების დატბორვის, ქუთაისის წალეკვის, 12 მილიონი კვ/მ ტერიტორიის სამუდამო გასხვისების გარეშე და გარემოსათვის ნულოვანი საფრთხით!”
კომენტარები