„ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება – ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

$800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება. კომპანია ENKA საქართველოს სახელმწიფოთან  ხელშეკრულებას წყვეტს.

ამ ინფორმაციას ENKA İNŞAAT-ის განცხადებაზე დაყრდნობით BM.GE ავრცელებს.

Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ENKA Renewables, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი წარმოადგენს”.

ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე, წყვეტს თუ არა „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას და ამბობს თუ არა უარს “ნამახვანჰესის” აშენებაზე.

კომენტარები