„ნამახვანჰესი“ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მთავარია ეს პროექტი უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად“-ნათია თურნავა

„ნამახვანჰესთან” დაკავშირებით რა ხარვეზებიც არსებობდა, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გამოსწორდება, მთავარია ეს პროექტი უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს.

„ნამახვანჰესი“ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ყოველთვის, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შესაძლოა, გაკეთდეს ცოტა უკეთესად. ახლა მნიშვნელოვანია, მედიაციის პროცესში ვიმყოფებით, რომელსაც უძღვება ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები