„ნამდვილად არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ“ – ზაალ უდუმაშვილი

-„მე არ მიმიდევნებია სოციალური ქსელისთვის თვალი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, – ეს არის სიმღერა, რომელიც თავიდან ორ ენაზე იყო შესრულებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ იმღერა ბატონმა ბუბამ ეს სიმღერა, მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს არის ულამაზესი სიმღერა თბილისზე. ნამდვილად არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. ეს სიმღერა თავიდანვე ასე იყო შექმნილი. ეს არის ცნობილი სიმღერა, რომელიც ორ ენაზეა. გაიგონ ოკუპანტებმა, როგორ კარგ ქალაქში ვცხოვრობთ. ასე რომ, ეს არ არის პრობლემა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

29 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით აქციაზე რუსულად იმღერა.

ბუბა კიკაბიძის რუსულად ამღერებას საზოგადების პროტესტი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციაში დაადანაშაულეს

კომენტარები